Yellow House 🌻-ის ისტორია

About
მზიანი და მყუდრო კოტეჯი ნატახტარში, თბილისიდან სულ რაღაც 25 წუთის სავალზე, იდეალური ადგილი მათთვის, ვისაც ქალაქის ხმაურისგან დასვენება ან მნიშვნელოვანი დღეების განსაკუთრებულ გარემოში აღნიშვნა სურს.
Yellow House შეიქმნა ყვითელი ფერის, მზისფერი ენერგიის და ბუნების სიყვარულით. ეს არის ადგილი, სადაც ყოველი დეტალი თქვენს კომფორტზე,ჯადოსნურ განწყობასა და დაუვიწყარი მოგონებების შექმნაზეა ორიენტირებული.
კოტეჯი გათვლილია 4+2 სტუმარზე და მოიცავს, 2 მყუდრო საძინებელს,მისაღებ ოთახს გასაშელილი დივნით, სამზარეულოსა და 1 სააბაზანოს. Yellow House-ის მთავარი განსაკუთრებულობა მისი სივრცეა, კოტეჯი სრულად იზოლირებულია და გარშემო 1500 მ² კერძო ეზო აქვს.
სადღესასწაულო განწყობა თუ მყუდრო დასვენება? ჩვენთან ორივე შესაძლებელია 🌻 კოტეჯი იდეალურია როგორც ოჯახური განმარტოებისთვის, ასევე მცირე წვეულებებისთვის.


მენეჯერი

მებაღე

სოც მედია